Tuesday, June 24, 2014

მეცხრე დღე

ეს დღე არის ყველაზე საინტერესო, რადგან შევაჯამეთ მთელი ტრენინგების ინფორმაცია და შესწავლილი მასალა. თითოეულმა მასწავლებელმა წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები. ჩვენი ტრენერი ყურადღებით ადევნებდა თვალს და ჩართული იყო ჩვენ საქმიანობაში. უღრმეს მადლობას გიხდით ჩვენზე გაწეული შრომისთვის. ახალგაზრდა და ძალიან ენერგიული დიმიტრი! მადლობა! გისურვებთ წარმატებებს!

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ბმული

Monday, June 23, 2014

მერვე დღე

დღეს ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე,სწავლის დეფერენცირებაზე. ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ტრენერი ინფორმაცოას გვაწვდის გასაგებად და ამომწურავად. არ გვრჩება არც ერთი კითხვა უპასუხოდ.დიდი მადლობა დიმიტრის.

Sunday, June 22, 2014

,,რა საიდუმლოს მალავს ცასწავალა" პროექტის პრეზენტაცია

Saturday, June 21, 2014

მეშვიდე დღე

გავეცანით ელექტრონულ ბიბლიოთეკას , ვიმუშავეთ შეფასებაზე. ძალიან ნაყოფიერი იყო დღევანდელი ინფორმაცია. ჩვენი ტრენერი ენერგიული, ნიჭიერი და დაუღალავია, დიდი მადლობა დიმიტრის.

Friday, June 20, 2014

მეექვსე დღე

დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი იყო, ინტერნეტში მოვიძიეთ ფოტომასალა და პრეზენტაციის ნიმუში გავაფორმეთ სლაიდებით.

დღე მეხუთე

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო. ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმაზე და უკუკავშირებზე. დიდი მადლობა დიმიტრის , რადგან ძალიან კარგად მოაქვს
ჩვენამდე ინფორმაცია.მადლობა!

Sunday, June 8, 2014

დღე III

გავეცანით სასწავლო პროექტის მიზნების განსაზღვრას, მიმართულებებს. ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმაზე. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. დიდი მადლობა ჩვენ ენერგიულ ტრენერს დიმიტრი პოპოვს.